თბილისში აზერბაიჯანის საელჩოს წინ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მხარდამჭერი საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც აზერბაიჯანში დაკავებული ჟურნალისტების გათავისუფლებას ითხოვენ.
აქციაზე გატაცებული ჟურნალისტის მეუღლე ლეილა მუსტაფაევაც იმყოფებოდა.
მისი თქმით, აზერბაიჯანი ერთ-ერთი ის ქვეყანაა, სადაც სიტყვისა და მედიის თავისუფლების დონე ძალიან დაბალია.
„დღეს ჩვენ მოვითხოვთ აზერბაიჯანში დაკავებული ჟურნალისტების გათავისუფლებას, რომლებიც დაპატიმრებულნი იყვნენ თავიანთი პროფესიული საქმიანობის გამო. სამწუხაროდ, აზერბაიჯანი ერთ-ერთი ის ქვეყანაა, სადაც სიტყვისა და მედიის თავისუფლების დონე ძალიან დაბალია. დღეს აზერბაიჯანში მედიის ნაწილი გაჩუმებულია პრეზიდენტის ფონდიდან დახმარების მიღების გამო, ზოგიერთ ჟურნალისტს ბინებს გადასცემენ და ამით მათ მოსყიდვას სცდილობენ. ხოლო იმ ჟურნალისტებს, რომლებიც მოსყიდვაზე უარს ამბობენ და თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულებას განაგრძობენ, აპატიმრებენ. ერთ-ერთი ასეთი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი თბილისში იყო გატაცებული და აზერბაიჯანში დაპატიმრებული აფგან მუხთარლი არ არის ერთადერთი ასეთი ჟურნალისტი ათეულობით ჟურნალისტია აზერბაიჯანში დაპატიმრებული. ჩვენ აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან ყველა დაპატიმრებული ჟურნალისტის გათავისუფლებას მოვითხოვთ“, – განაცხადა მუსტაფაევამ