ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვეტოდამოკიდებულებას თუ დააღწევს ჩვენი პრეზიდენტი თავს, ეს უკეთესი იქნება მისთვისაც და ქვეყნისთვისაც”

უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ორივე ვეტო უნდა დაიძლიოს, რადგან ორივე კანონპროექტი, რომელზეც მან ვეტო გამოიყენა, აშკარად პროგრესულია და ხელს შეუწყობს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. თუმცა, მისი განცხადებით, უმრავლესობა გადაწყვეტილებას შენიშვნების გაცნობის შემდეგ მიიღებს.

„ვეტოდამოკიდებულებას თუ დააღწევს ჩვენი პრეზიდენტი თავს, ეს უკეთესი იქნება მისთვისაც და ქვეყნისთვისაც – ეს რა თქმა უნდა ხუმრობით. რეალურად გავეცნობით აუცილებლად შენიშვნებს, გავაანალიზებთ და ისე მივიღებთ გადაწყვეტილებას. ჩემი აზრია პირადად, რომ ორივე ვეტო უნდა დაიძლიოს, რადგან ორივე კანონპროექტი არის აშკარად წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის“ – განაცხადა მათიკაშვილმა.

რაც შეეხება რიგგარეშე სესიას, დავით მათიკაშვილის განცხადებით, სავარაუდოდ, ის მომავალ კვირას დაინიშნება.

 

იტვირთბა....