ისრაელის 18 წლის მოქალაქე, იონათან ადლერი საქართველოში სელფის გადაღებისას დაიღუპა. ის მდინარე თერგში ჩავარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, იონათან ადლერი ყაზბეგში, რუსეთ-სომხეთის სატრანზიტო გაზსადენზე სელფს იღებდა, როდესაც ფეხი დაუცურდა და მდინარე თერგში გადავარდა.
მისი დაკარგვის შესახებ სამაშველო სამსახურში შეტყობინება 20 ივლისს შევიდა. მცხეთა-თიანეთის სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა მისი ცხედარი მეორე დღეს, შემთხვევის ადგილიდან 3 კმ-ის მოშორებით იპოვეს.
“მეტრონომს” შს სამინისტროში უთხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116 მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.