ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მუხთარლის საქმის გამოძიება ჭიანურდება: აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, საქმის გამოძიება ჭიანურდება – აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი ჟურნალისტის საქმეზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

მიმართვას ხელს 65 ორგანიზაცია აწერს.

განცხადების ავტორები პარლამენტს მიმართავენ, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, რომ სამართალდამცველი ორგანოების პირველმა პირებმა მოახდინონ საზოგადოების დროული ინფორმირება და შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც პასუხს გასცემს აფგან მუხთარლის საქმის ირგვლივ არსებულ კითხვებს.

აფგან მუხთარლის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი ამბობს, რომ სრული საფუძველი არსებობს, რომ საპარლამენტო კომისია შეიქმნას.

სამოქალაქო საზოგადოების წევრების შეფასებით, სამართალდამცველი უწყებები ვერ უზრუნველყოფენ საქმის გამჭვირვალე და დროულ გამოძიებას, რაც ქვეყნის იმიჯზე უარყოფითად აისახება.

„დღემდე არ გვაქვს მთავარ კითხვაზე პასუხი, როგორ გაქრა ადამიანი საქართველოში, თბილისში და როგორ აღმოჩნდა ის ბაქოში, როგორ შეიძლება მთელი ნახევარი საქართველო ისე გადაეჭრა, რომ არავის არაფერი დაენახოს. ქართული ხმარის, ყველაზე მინიმუმ, არაკომპეტენტურობა მაინც აის,“- განაცხადა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორმა, ნატა ძველიშვილმა.

იტვირთბა....