ახალი ამბები მთავარი სამართალი

გორში ბავშვი მე-5 სართულიდან გადავარდა: მისი მდგომარეობა კრიტიკულია

გორში, სტალინის #13-ში, მრავალსართულიანი შენობის მეხუთე სართულიდან 6 წლამდე ბავშვი გადავარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.  მოზარდი ქალაქის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მედიკოსების თქმით, ბავშვი მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი.

“მეტრონომს” შს სამინისტროში განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.

იტვირთბა....