ისლანდიის პოლიცია გულფოსის ჩანჩქერში ჩავარდნილ 22 წლის ქართველს, ნიკა ბეგაძეს, ეძებს. ისლანდიური მედიასაშუალება ღავ-ის ინფორმაციით, ნიკა ბეგაძე ქალაქ რეიკიანესბერში ცხოვრობდა. მისი მანქანა ჩანჩქერთან მდებარე პარკში იპოვეს.
პოლიცია აღნიშნულ საქმეს, უბედური შემთხვევის კვალიფიკაციით იძიებს. სამართალდამცავები მოსახლეობას სთხოვენ, ნიკა ბრეგაძის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია პოლიციას მიაწოდონ. ძებნის ოპერაცია ოთხშაბათს დასრულდა. პოლიციის განცხადებით, ძებნის პირობები რთულია, ვინაიდან ჩანჩქერი ძლიერი და ცივია. როგორც პოლიციაში აღნიშნეს, იმის ვარაუდი, რომ ახალგაზრდა მამაკაცი გადარჩა, არ არის.