ქვემო ფონიჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა, რა დროსაც ერთმანეთს სამი – ოპელის, მერსედესისა და ჰონდას მარკის ავტომობილები შეეჯახა.
ადგილზე გარდაიცვალა 35 წლამდე მამაკაცი, რომელიც ოპელის მარკის ავტომობილს მართავდა. ორი დაშავებული კი, თბილისის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო, სასწრაფო დახმარების და სახანძრო ეკიპაჟები.
გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცლის მოსპობა გამოიწვია.