aviabiletebi
About us ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„ძალიან უხეშად იქნა დარღევული კანონმდებლობა მინისტრის მიერ, ეს ტელევიზიის დახურვას ნიშნავს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ძალიან უხეშად იქნა დარღევული საქართველოს კანონმდებლობა მინისტრის მიერ,”- ამის შესახებ “რუსთავი 2-ის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ის ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ყველა კომპანიამ გადასახადი უნდა გადაიხადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში არაკონკურენტიანი გარემო იქნება.

„ძალიან უხეშად იქნა დარღევული საქართველოს კანონმდებლობა მინისტრის მიერ, მან გათქვა ის ინფორმაცია, რომლის დაცვა პირველ რიგში მას ევალება, ეს არის კონფიდენციალური ინფორმაცია, ეს არის კანონის მძიმე დარღვევა და ეს არის ძალიან ცუდი სიგნალი არა მხოლოდ შიდა სამეწარმეო წრეებისთვის, არამედ ბიზნესისთვის. ეს არის კონკურენტების სასარგებლოდ თამაში, რაც დღეს მინისტრმა გააკეთა, შემთხვევითი არაა, რომ “იმედის” ეთერში გააკეთა, მათ ჰქონდათ კომუნიკაცია ჩვენთან, ცდილობდნენ სიუჟეტის გაკეთებას. სახელმწიფოსა და “იმედის” ერთობლივი მოქმედებები ჯერ კიდევ არ დასრულებულა. “რუსთავი 2” უკვე 2 წელია იმყოფება უმძიმეს ფინანსურ წნეხში. თუ ტელევიზიის ანგარიშებს ყადაღა დაედო, ეს “რუსთავი 2″-ის დახურვას გამოიწვევს“-განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ბრიფინგი სამაუწყებლო კომპანიის შენობაში ჩატარდა.

„რუსთავი 2-ს” გააჩნია დავალიანება, მიმდინარეობს არააქტიური მოლაპარაკება შესაბამისად ამ დავალიანების გადახდასთან დაკავშირებით,“ – ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა „რუსთავი2“-ის საგადასახადო დავალიანებებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

მინისტრი იმედოვნებს, რომ სამაუწყებლო კომპანიასთან გადასახადების გადახდის “გონივრულ გრაფიკს” შეიმუშავებენ.

“მე პირადად, მიმაჩნია, რომ ეს არის არაკონკურენტული გარემო. ამას უკვე აღარ ვამბობ, როგორც ფინანსთა მინისტრი, რომლის უშუალო მოვალეობა გადასახადების ამოღებაა, ამას ვამბობ, ადამიანი, რომლის პასუხისმგებლობა არის, ზოგადად, ეკონომიკის განვითარება, მათ შორის და ეკონომიკური ბლოკი. მინდა აღვნიშნო, რომ ყველამ უნდა გადაიხადოს გადასახადი. როდესაც ერთი კომპანია არ იხდის გადასახადებს, ის არაკონკურენტულ გარემოშია და, შესაბამისად, სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, მას მეტი ფული რჩება. შესაბამისად, აქვს შესაძლებლობა უკეთესი თანამშრომლები იქირაოს, უკეთესი ტექნიკა შეიძინოს, უკეთესი გადაცემები გააკეთოს, რაც, რა თქმა უნდა, არაკონკურენტულ გარემოს ქმნის. ეს არ ეხება კონკრეტულად “რუსთავი 2”-ს, ამ შემთხვევაში, ეს ეხება ზოგადად, მთლიანად. მე ვარ დარწმუნებული, რომ “რუსთავი 2″-თან იქნება მიღწეული გონივრული გრაფიკი გადასახადის გადახდის,” – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

იტვირთბა....