ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“გადასახადი ყველამ უნდა გადაიხადოს”: ფინანსთა მინისტრი “რუსთავი 2”-ზე საუბრობს

“გადასახადი ყველამ უნდა გადაიხადოს. როცა ერთი კომპანია არ იხდის, არაკონკურენტუნარიანი გარემო იქმნება”, – ასეთი განცხადება გააკეთა ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა “რუსთავი 2”-ის ფინანსურ დავალიანებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე, რითაც დაადასურა კიდეც, რომ აღნიშვულ ომპანიას ნამდვილად აქვს ფინანსური დავალიანება.

“ყველამ უნდა გადაიხადოს გადასახადი. როცა ერთი კომპანია არ იხდის გადასახადებს, ის არაკონკურენტულ გარემოშია და შესაბამისად, სხვა კონპანიებისგან განსხვავებით მას მეტი ფული რჩება. მას აქვს შესაძლებლობა უკეთესი თანამშრომლები იქირაოს, უკეთესი ტექნიკა შეიძინოს, უკეთესი გადაცემები გააკეთოს, რაც, რა თქმა უნდა, არაკონკურენტულ გარემოს ქმნის. ეს არ ეხება კონკრეტულად “რუსთავი 2″-ს, ეს ეხება ზოგადად ყველას”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ქუმსიშვილმა ისაუბრა “რუსთავი 2”-თან გადასახადის გადახდის გრაფიკის განსაზღვრასთან დაკავშირებით.

იტვირთბა....