ახალი ამბები მთავარი სამართალი

ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორი: მეუფე პეტრე დაინტერესებული მხარეა, მან აუყვანა ბრალდებულს ადვოკატი

“მეტრონომი”: სასამართლოდან

 

“მეუფე პეტრეს საჯარო განცხადებები საპატრიარქოში თითქოსდა არსებულ დარღვევებზე, შორენა თეთრუაშვილის ჩრდილოვან მმართველობაზე, ბრალდებულის მსხვერპლად წარმოჩინებაზე, დღევანდელ სასამართლოზე ნათლად გამოჩნდა, რომ ეს იყო მეუფის, როგორც დაინტერესებული მხარის სუბიექტური მოსაზრებები”- ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო პროცესის შესვენებისას საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან განმარტა, ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ ვერცერთი კონკრეტული ფაქტი და მტკიცებულება თავისი განცხადებების დასტურად, ვერ წარმოადგინა. ‘

“უფრო მეტიც, გამოჩნდა, რომ ის არის დაინტერესებული მხარე, რამეთუ მან პირადად აუყვანა ბრალდებულს ადვოკატი. მის ჩვენებებს სასამართლო ვერ გაიზიარებს. მხოლოდ ერთი კითხვისნიშანი დარჩა მეუფესთან მიმართებით, როდესაც არცერთი ობიექტური პირი ვერ დაიჯერებს რომ ოქრომჭედლისთვის ეძებდა ბრალდებული ციანიდს, კეთილი მიზნებით (და თან ეს ვერსია სრულად გამოირიცხა), რატომ ცდილობს მეუფე პეტრე დახატოს განსხვავებული სურათი ოქრომჭედელთან დაკავშირებით, რატომ ცდილობს გამოძიების დღიდან მეუფე პეტრე, რომ ნებისმიერი ხერხით ხელი შეუწყოს ბრალდებულს თავი დააღწიოს ამ მძიმე დანაშაულს. რა დგას ამის უკან? ეს კითხვები არსებობს”- აღნიშნა წიკლაურმა.

მისი თქმით, მან მიტროპილიტ პეტრე ცაავას ასეთი შინაარსის კითხვა დაუსვა: როდესაც ბრალდებული აცხადებს, რომ ვისთვისაც ციანიდი უნდოდა, ის პიროვნება ტკბილს არ მიირთმევს, როდესაც ბრალდებული ინტერესდება, ექსპერტიზა დაადგენს თუ არა მსხვერპლის ორგანიზმნში ციანიდის კვალს, რა შუაშია ამ ყველაფერთან ოქრომჭედელი? პროკურორმა აღნიშნა, რომ აღნიშნულ კითხვაზე მიტროპილიტმა პასუხი ვერ გასცა.

”უფრო მეტიც ის გარკვეულ შეურაცხყოფასაც კი გვაყენებდა პროკურორებს და მოსამართლემ მას ამის გამო გაფრთხილებაც მისცა და განუმარტა, რომ დააჯარიმებდა.  მისი ყველა მოსაზრება იყო სუბიექტური”- განაცხადა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა.

შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე რამდენიმე თვის წინ მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს. მისი სახლიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი. როგორც დეკანოზი განმარტავს აღნიშნული იარაღი მას პროკურატურის ოქროს მოწმემ ირაკლი მამალაძემ გადასცა შესანახად. სასამართლოში ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მიმდინარეობს. სახელმწიფო ბრალდებამ აღნიშნულ საქმეზე უკვე 100 ზე მეტი მოწმე დაკითხა.

ავტორი: ნინი ცხადაია

 

იტვირთბა....