ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბათუმის არეულობა: ადვოკატები ითხოვენ, მერაბ მურვანიძის ჩვენება მტკიცებულებად არ იქნას მიჩნეული

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ერთი საათია მიმდინარეობს 11-12 მარტის არეულობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული პირების პროცესი. ირაკლი ჩვიხრკიას ადვოკატები აპირებენ შუამდგომლობა დააყენონ, სასამართლო პროცესზე მტკიცებულებად არ იქნას მიჩნეული მოწმის სტატუსით დაკითხული მერაბ მურვანიძის ჩვენება.

მურვანიძე არეულობაში მონაწილეობისთვისაა გასამართლებული და ადვოკატის განმარტებით, მან საპროცესო გარიგება და ყველაზე მცირე სასჯელიც სწორედ ამ ჩვენების გამო მიიღო.

საქმიდან მურვანიძის ჩვენების ამოღებას ითხოვს არეულობის ორგანიზებისთვის დაკავებული კიდევ ერთი პირის, მერაბ ღოღობერიძის ადვოკატი.

იტვირთბა....