თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი შინაგან საქმეთა მინისტრის გუშინდელ გადაწყვეტილებას ეხმაურება და ამბობს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე 50 დღის შემდეგ ვინმეს დროებით თანამდებობიდან ჩამოშორება ღიმილის მომგვრელია.
“- 50 დღის შემდეგ ვინმეს დროებით ჩამოშორება ღიმილის მომგვრელია. სულ არაფერს ჯობიას კატეგორიაშიც კი არ არის.
– 50 დღის შემდეგ ასეულობით ვიდეოს ნახვა გვამცნეს, მაგრამ საზღვარზე ვიდეო ჩანაწეზე არაფერი თქმულა.
– 50 დღის შემდეგ ერთადერთ შემთხვევაზე გვამცო მინისტრმა რომ კომეურნეობაზე თეთრი მაისურით სავარაუდოდ ის იყოო, მაგრამ შემდეგ ამ მარშუტკის მოძრაობაზე, სად ჩამოვიდა აღარაფერი თქვა, არადა გინდა 60 გამოკითხე გინდა 120 თუ სხვა ადგილია.
– ანძების ამონაწერი გვაქვსო მაგრამ მოძრაობის ტრაექტორიაზე არაფერი გვითხრა, არც იმაზე ამ ტრაექტორიის მიხედვით თუ ამოიღეს ვიდეოები.
-50 დღის შემდეგ ისევ იყენებს ტერინს გაურკვევლ ვითარებაში გაიჩინარდაო, არა და საზღვრია ვიდეოშო ყველას და ყველაფერა უნდა ხედავდნენ
– და აზრი რა იყო ბრიფინგის? კმაყოფილი და უფრო ინფორმირებული იყოს მსმენელი ხომ?”,-წერს ხიდაშელი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, გუშინ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმის გამოძიების დასრულებამდე, სუს-ის სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თანამდებობები დატოვეს. მინისტრის სწორედ ეს პირები არიან პასუხისმგებელი აფგან მუხთარლის საქმეზე და ვიდრე გამოძიება არ დასრულდება მაღალჩინოსნები თანამდებობებს ტოვებენ.