ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მეგობრებო, თქვენ არ მიდიხართ სწორი მიმართულებით”: ანა დოლიძე უმრავლესობას მიმართავს

„მეგობრებო, თქვენ არ მიდიხართ სწორი მიმართულებით, – ასეთი განცხადება გააკეთა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ გადაცემა „360 გრადუსში“ სტუმრობისას.

“უმრავლესობა დაძლევს ამ ვეტოებს, ვერ დაძლევეს, აუცილებელია დღეს ჩვენ ვაჩვენოთ, მათ შორის, უმრავლესობას, რომ მეგობრებო, თქვენ არ მიდიხართ სწორი მიმართულებით; ვაჩვენოთ ჩვენს მოსახლეობას – ხალხნო, თვითმმართველობას 7 ერთეულში ართმევენ ავტონომიას. მით უმეტეს, ეს თავად „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული რეფორმაა. ჩვენთვის სამწუხაროა, რომ ის პოზიტივი, რასაც „ქართული ოცნება“ ახორციელებდა, უკან ტრიალდება და მიდის ვითარების გაუარესებისკენ“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა” და „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს ვეტო დაადო.

იტვირთბა....