aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ახალციხეში მოზარდებთან გარყვნილი ქმედებებისთვის ირანის მოქალაქეს 6 წელი მიუსაჯეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ახალციხის სასამართლომ მოზარდებთან გარყვნილი ქმედების მომზადებისთვის, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ჰ.ქ.  დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-141-ე მუხლით.

სასამართლო მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის იანვარსა და თებერვალში, ჰ.ქ-მ  ახალციხეში, 16 წელს მიუღწეველ ხუთ ბიჭს, რომლებსაც  მობილური ტელეფონის ნომრები მოტყუებით გამოართვა,  უკავშირდებოდა და გარკვეული თანხის სანაცვლოდ  სხვადასხვა სახის სექსუალურ ურთიერთობას სთავაზობდა.

სამართალდამცველებმა  ჰ.ქ.  ბრალდებულის სახით  2017 წლის 8 მარტს დააკავეს. სასამართლომ მას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

საბოლოოდ, სასამართლომ ჰ.ქ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

 

იტვირთბა....