ახალი ამბები ვიდეო მთავარი

“ყველამ იცის ვისი გამაუპატიურებელი ვარ და ვისი – არა ვარ” (ვიდეო)

“მინდა კანონმორჩილი მოქალაქე ვიყო, მაგრამ რაღაც შეურაცხმყოფელია ეს ყველაფერი ჩემთვის. იმხელა რაღაცეები ააგორეს, იმიტომ რომ მათ სჭირდებათ “ქართული მარშის” დისკრედიტაცია”, – ამის შესახებ გია კორკოტაშვიმა განაცხადა, რომელიც პროკურატურაში გამოკითხვაზე არ გამოცხადაა.

კორკოტაშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მისი “პრივატული საუბარი” თათია დოლიძეზე, მუქარისშემცველი არ ყოფილა და ბოდიშის მოხდას არ არპირებს.

“ქალებმა ააგორეს, არიქა, თურმე მათი სხეულები დაუცველია და უპირებენ ჯგუფურ გაუპატიურებას. ნეტა ვინმემ რამე დაგიპიროთ, ვინც დასაპირებელია იმან თორემ, ჩვენ არავის არაფერს არ ვუპირებთ. მე ნაცხოვრები მაქვს ჩემი ცხოვრება და ვინც ჩემი ახლობელი და სამეგობროა, ყველამ იცის ვისი გამაუპატიურებელი ვარ და ვისი არ ვარ”, – განაცხადა მან “პრიორიტეტის” პირდაპირ ეთერში.

მისი თქმით, ამ ლოგიკით, შეეძლო თათია დოლიძისთვის არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის ეჩივლა.

“ის საჯარო ფიგურაა და გაავრცელა ჭორი, არასწორი ინფორმაცია, რომ ქართველთა მარში, რუსული ფულით დაფინანსდა, მაგრამ მე სამწუხაროდ კანონი ვერ მიცავს”, – განაცხადა კორკოტაშვილმა.

ცნობისთვის,  facebook-ზე მარშის ორგანიზატორთა ნაწილის პოსტები და კომენტარები  გავრცელდა, სადაც ისინი გაეროში საქართველოს ყოფილ ახალგაზრდა ელჩს თათია დოლიძეს მის მიერ დაწერილი სტატუსის გამო საჯაროდ, სოციალურ ქსელში ემუქრებიან.

 

იტვირთბა....