საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკუთარ გვერდზე, პოროშენკოსა და შემდეგში საქართველოს იუსტიციის მინისტრის პასუხს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილის ექსტრადიციასთან დაკავშირებით ორი ქვეყნის ხელისუფლებას ერთმანეთთან კავშირი ჰქონდათ.
“ფორმალურად, უკრაინამ უარი უთხრა ჩემ ექსტრადიციაზე, რადგან უკრაინის კონსტიტუციის თანახმად, საკუთარი მოქალაქეების გადაცემის უფლება არ შეიძლება. არაფორმალურად კი, საქართველოს შესთავაზეს შეექმნათ ყალბი საფუძველი, რომ მე წამრთმეოდა მოქალაქეობა, მაგრამ ამაზე პოროშენკომ მიიღო უარი, რადგან ეს იყო თითიდან გამოწოვილი საქმე. თუ თბილისში ჩამოვალ, დიდი ხნით ვერ დამაკავაბენ, ამიტომ ივანიშვილს მე საქართველოში არ ვუნდებვარ. ასე რომ საქმე გამოიყურება საკმაოდ კურიოზულად:
ქართველი ოლიგარქი და მილიარდერი, “გაზპრომის” აქციონერი, “თხოვს” უკრაინის ოლიგარქ-მილიარდერს, უკრაინის პრეზიდენტს, დამაპატიმრონ. ახმეტოვმა შეუკვეთა 20-მდე ფილმი სერიალებით, მთელი მხატვრული ნაწარმოები ჩემზე თავის არხზე, რაზეც დაიხარჯა 20 მილიონი “”გაზპრომის” ფული. ასე რომ, მე გავხდი სასწაული და მიუწვდომელი არა მხოლოდ პუტინისთვის, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცის ოლიგარქებისთვის. ასე რომ, ისინი გრძნობენ ჩემგან წამოსულ საფრთხეს და მეც, ჩემი მხრიდან ვეცდები მათ იმედი არ გავუცრუო…” – წერს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, საქართველოში ვიზიტით მყოფმა პოროშენკომ განაცხადა, რომ სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხზე ოფიციალურად თბილისს არასოდეს მოუმართავს, საპასუხოდ კი საქართველოს იუსტიციის მინისტრმა და მოგვიანებით, მთავარმა პროკურორმა განაცხადეს, რომ ასეთი მიმართვა 2-ჯერ გაეგზავნა უკრაინულ მხარეს და ორივეჯერ უარყოფითი პასუხი მიიღეს.