უკრაინის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტთან ერთად სოფელ ოძისში, რუსეთის საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა, სადაც რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ნახევრად სამხედრო ბაზა მდებარეობს.
პეტრე პოროშენკოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საოკუპაციო ხაზთან და ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა გააცნეს.
,,იგივე მდგომარეობაა, რაც დონბასში” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. დღესვე უკრაინის პრეზიდენტი ხურვალეთსაც ეწვევა და საოკუპაციო ხაზისგან ორად გაყოფილ სახლს მოინახულებს.