უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო საქართველოს პრეზიდენტთან ერთად სოფელ ხურვალეთში იმყოფება. უკრაინის პრეზიდენტი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. პოროშენკო სოფლის იმ ნაწილზე მცხოვრებ დათა ვანიშვილს შეხვდა, რომელსაც რუსი ოკუპანტების მიერ გავლებული მავთულხლართების გამო საქართველოს ხელისუფლება ვეღარ აკონტროლებს.
ხურვალეთში ასევე დაგეგმილია გასაუბრება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან.
ხურვალეთში ჩასვლამდე პეტრო პოროშენკო სოფელ ოძისში იმყოფებოდა, საიდანაც დურბინდით იქ არსებული რუსული სამხედრო ბაზა დაათვალიერა.