ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ორი ქვეყნის პროკურორები გააგრძელებენ თანამშრომლობას… მტკიცებულებები სააკაშვილის საზიანოდ მეტყველებს”

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებას პასუხობს და ამბობს, რომ  საქართველომ უკრაინას ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით ოფიციალურად ორჯერ მიმართა, თუმცა  ორივეჯერ უარი მიიღო. მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ ეს პროცესი ვერ იქნება პოლიტიკური და ეს არის მტკიცებულებების საკითხი. მინისტრი კი აქვე დასძენს, რომ მტკიცებულებები მიხეილ სააკაშვილის საზიანოდ მეტყველებს.

„მიხარია, რომ ჩვენი უკრაინელი პატნიორებისგან დაზუსტდა ინფორმაცია… დიახ, სიმართლეა ის, რომ ჩვენ, საქართველოს მთავარი პროკურატურიდან ორჯერ მივმართეთ ოფიციალურად უკრაინულ მხარეს სააკაშვილის გადმოცემის მოთხოვნით და ორივეჯერ ოფიციალურად მივიღეთ უარი.

ეს ინფორმაცია უკვე დაზუსტდა , რომ ეს ნამდვილად ასეა, ჩვენი მოთხოვნა გაგზავნილი იყო, დასაბუთებული იყო, მტკიცებულებები გაგზაავნილია და ამავე მტკიცებულებების საფუძველზე უკრაინულ მხარეს შეუძლია მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც არის ამ ეტაპზე უკვე მისაღები.

თუმცა, რა თქმა უნდა პროკურორები გააგრძელებენ ერთმანეთთან თანამშრომლობას, და როგორც უკრაინის პრეზიდენტმაც განაცხადა, ეს ვერ იქნება პოლიტიკური პროცესი, ეს არის მტკიცებულებების საკითხი, და მტკიცებულებები მეტყველებს ბატონი სააკაშვილის საზიანოდ“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ უკრაინისთვის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნით საქართველოს არ მიუმართავს.

მისი თქმით, რადგან მსგავსი მოთხოვნა არ ყოფილა, შესაბამისად ექსტრადირების საკითხს უკრაინა არ გინიხილავს.

ჟურნალისტების შეკითხვას, რას მოიმოქმედებს უკრაინა სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნის შემთხვევაში, პოროშენკო პასუხობს, რომ ეს არის საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობა და ექსტრადირების მოთხოვნის მიღებამდე ამ თემაზე არაფერი აქვს სათქმელი.

 

იტვირთბა....