თელავში, ალაზნის გამზირზე მცხოვრები ახალგაზრდა კაცი გამთენიისას ფანჯრიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
“მეტრონომს” მომხდარი შსს-ში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.
მეზობლების ინფორმაციით, შემთხვევის დროს სახლში მხოლოდ გარდაცვლილის ბებია იმყოფებოდა. მეზობლების თქმით, მისმა ყვირილმა გამოაღვიძათ და მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ერთ-ერთ ტაქსოპარკში მძღოლად მუშაობდა.