ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

“შესაძლებელია ის აპარატიდან გამორთონ, ექიმმა უკვე მოგვისამძიმრა”: ინფორმაცია თურქეთიდან

თურქეთში ავტოავარიის შედეგად დაშავებული 60 წლის კაცის ახლობელი აცხადებს, რომ ავადმყოფის მდგომარეობა უიმედოა. ის თურქეთში, საავადმყოფოში ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

“ექიმმა გვითხრა, გადარჩენის შანსი თითქმის არ არსებობს. მას განუვითარდა ძლიერი სისხლჩაქცევები, აქედან გამომდინარე შესაძლებელია, უახლოეს პერიოდში იგი აპარატიდან გამორთონ. ექიმმა უკვე მოგვისამძიმრა,”- განაცხადა დაშავებულის ახლობელმა “იმედთან” საუბარში.

ამ დრომდე თურქეთის სამ საავადმყოფოში საქართველოს 5 მოქალაქე რჩება სამკურნალოდ.

შეგახსენებთ, ავტობუსი, რომელსაც “ერისიონთან” არსებული ცეკვის ანსამბლი “ლამპრები” ბულგარეთში გადაჰყავდა, 16 ივლისს, ამოტრიალდა. ავტობუსში 38 ადამიანი იყო, მათ შორის  – 26 ბავშვი.

 

იტვირთბა....