ახალი ამბები ვიდეო მთავარი მსოფლიო

სტამბოლში მოძრაობა პარალიზებულია: დატბორილი მეტროები და ქუჩები (ვიდეო)

 

წყალდიდობა თურქეთში. თურქული მედიის ინფორმაციით, გადაუღებელი და ძლიერი წვიმის შედეგად სტამბოლში სავალი გზები,  რამდენიმე მეტროსადგური და  გვირაბები დაიტბორა.  წყალდიდობის გამო, ქუჩებში მოძრაობა შეფერხებულია.

ასევე დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა პარალიზებულია, საგანგებო სიტუციების სამსახურში აცხადებენ ,რომ შესაძლოა ქალაქის რამდენიმე რაიონში მეწყერიც კი ჩამოწვეს, ტრანსპორტის პარალიზების გამო გადაადგილება ჭირს აეროპორტის მიმართულებით რის გამოც რეისებზე შეფერხებებია.

მეტეოროლოგების ინფორმაციით, ქვეყნის ევროპულ ნაწილში კვლავ ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი.

იტვირთბა....