ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

უკრაინელებმა და ქართველებმა იციან თუ როგორ იბრძოლონ დამოუკიდებლობისთვის: მარგველაშვილი-პოროშენკოს შეხვედრა

რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესია და ოკუპაცია იქნება, ორი ქვეყნის სტრატეგიული თანმაშრომლობა და ურთიერთობები – ეს არის ის  საკუთხები რომელსაც ავლაბრის საპრეზიდენტოს სასახლეში საქართველსო და უკრაინის პრეზიდენტები განიხილავენ. პრეზიდენტები შეხვდრის დასრულების შემდეგ ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

მარგევლაშილი-პოროშენკოს შეხვედამდე უკრაინის პრეზიდენტისა და პირველი ლედის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. შესრულდა საქართველოსა და უკრაინის სახელმწიფო ჰიმნები, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილმა და პეტრო პოროშენკომ საქართველოს სახელმწიფო დროშას მიაგეს პატივი და ერთმანეთს სახელმწიფო დელეგაციები წარუდგინეს.

შეხვედრის დაწყებამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პავლო კლიმკინმა  მედიასთან განაცხადა რომ უკრაინელებმა და ქართველებმა იციან თუ როგორ იბრძოლონ თავისუფლება და დამოუკიდებლობისთვის.

„უკრაინელებმა და ქართველებმა ვიცით თუ როგორ ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის. ეს არ არის უბრალოდ ოფიციალური ვიზიტი, ამ ვიზიტით ჩვენს მეგობრობას ხაზს ვუსვამთ“ – განაცხადა პავლო კლიმკინმა

 

პოროშენკო,მარგველაშვილი, პოროშენკო,პოროშენკო, მარგველააა

 

 

იტვირთბა....