ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“რუსეთიდან მართული ჯგუფი აკეთებს, რომ მიიღონ ფული”: გუგული მაღრაძე ე.წ. “ქართველთა მარშსზე”

“საერთოდ რატომ ვლაპარაკობთ ამდენს “ქართველთა მარშზე”? ხალხი იღებს დაფინანსებას რუსეთიდან, გამოიყვანს ბევრ ხალხს, მიიღებს ბევრ ფულს, გამოიყვანს ცოტას, მიიღებს ცოტას”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გუგული მაღრაძე “აიპრესთან” აცხადებს.

გუგული მაღრაძე მიიჩნევს, რომ მათი ლოზუნგებს გაუთვითცნობიერებელი ადამიანები შეცდომაში შეჰყავს.

“წამოაგდეს ისეთი ლოზუნგები, რომელიც გაუთვითცნობიერებელი ადამიანებისთვის რაღაცას ნიშნავს. სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში ყველანაირი ადამიანები არიან. რა შეფასება უნდა გავაკეთო? რა შეფასება უნდა გავაკეთო, რუსეთიდან მართული ადამიანების ჯგუფი აკეთებს ისეთ რაღაცას, რომ მიიღონ ფული”,-აცხადებს გუგული მაღრაძე.

რაც შეეხება გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილი ელჩის თათია დოლიძის მიმართ სოციალურ ქსელში გავრცელებულ “ქართველა მარშის” ორგანიზატორების ძალადობრივ განცხადებებს, დეპუტატი მიიჩნევს, რომ ასეთ დროს კანონმა უნდა იმოქმედოს.

“თუ კანონი იძლევა საშუალებას უნდა უჩივლო და ყველამ უნდა ისწავლოს ჭკუა, რომ ზედმეტად არ ილაპარაკოს, მაგრამ ჩვენ ხომ ვერ გავზრდით მაგათ, მარტო გაზრდაზე არ არის, მანდ არის წმინდა ფინანსური დაინტერესება იმ ადამიანებისა, რომლებიც მსგავს რამეს აწყობენ საქართველოში. ორგანიზატორები არიან რუსეთიდან მართული ადამიანები და ვინც მონაწილეობს, მათ შეიძლება გულუბრყვილოდ ურაპატრიოტიზმის გაუგებარი რაღაცები შეერია მათ”,-აცხადებს გუგული მაღრაძე.

ipress.ge

იტვირთბა....