ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს მეუფე დიმიტრი და პატრიარქის დისშვილი დაიკითხებიან

“მეტრონომი”: სასამართლოდან

 

ე.წ. ციანიდის საქმეზე მეუფე დიმიტრი და პატრიარქის დისშვილი ქეთევან შიოლაშვილი დაიკითხება. როგორც პროკურორმა ზვიად გუბელაძემ სხდომის დაწყებამდე განაცხადა, მეუფე დიმიტრი და პატრიარქის დისშვილი გერმანიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაიკითხებიან, ვინაიდან ისინი გერმანიაში პატრიარქთან ერთად იმყოფებოდნენ.

“ვინაიდან მკვლელობა იგეგმებოდა გერმანიაში, აქედან გამომდინარე მეუფე დიმიტრი და ქეთევან შიოლაშვილი ისაუბრებენ, თუ სად იმყოფებოდა შორენა თეთრუაშვილი, რამდენად მიუწვდებოდა ბრალდებულს მასთან ხელი. ასევე ისინი ისაუბრებენ ბრალდებულის პიროვნებაზე”, – განაცხადა ზვიად გუბელაძემ.

შეგახსენებთ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე  თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. მას ბრალად მკვლელობის მომზადება ედება.

ავტორი: ნინო ცხადაია

იტვირთბა....