aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“მსოფლიო საზოგადოების მხარდაჭერით არის შესაძლებელი შევაკავოთ აგრესია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ამბასადორიალზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრესი ამოცანაა უზრუნველყოს საქართველოს უსაფრთხოება და განვითარება, ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ქართველი ხალხის მიერ არჩეული დასავლური გეზისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვითა და შენარჩუნებით. პარლამენტის თავმჯდომარე მადლობას უხდის საქართველოს მთავრობას, იმისთვის, რომ მათ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ძირითადი ამოცანები შეასრულეს.

“მინდა, მადლობა გადაგიხადოთ, იმისათვის, რომ საქართველოს მთავრობამ, თქვენი უშუალო მონაწილეობითა და ძალისხმევით, შეძლო შეესრულებინა ჩვენი ძირითადი საგარეო პოლიტიკური ამოცანები. თქვენ ყველაზე კარგად მოგეხსენებათ, რომ საგარეო პოლიტიკური წარმატების საფუძველი არა უცხოეთის დედაქალაქებში, არამედ საქართველოში იქმნება.

საელჩოების წარმატებული მუშაობა განპირობებულია ჩვენი ქვეყნის სტაბილურობით, წარმატებული რეფორმებით, დემოკრატიული გარდაქმნებითა და ეკონომიკური წინსვლით, რითაც სამართლიანად ამაყობს ჩვენი ხელისუფლება. მინდა, განსაკუთრებით შევეხო დემოკრატიული სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკისათვის აუცილებელ პოლიტიკურ კონსოლიდაციას, რომელსაც საფუძველი ეყრება პარლამენტის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო რეფორმით. მოგეხსენებათ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს პოლიტიკური სისტემის სტაბილურობა”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

როგორც პარლამენტის თავმდგომარემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველოს დიპლომატიურ ურთიერთობებში დამოუკიდებლობის დღიდან არსებული ბევრი სირთულე სწორედ პოლიტიკური ტურბულენტობის, ხელისუფლების შტოებს შორის უფლებამოსილების გამიჯვნის ბუნდოვანების, მთავრობაში არსებული შიდა წინააღმდეგობასა და დაპირისპირების შედეგი იყო.

 

კობახიძის განცხადებით, საქართველოს მომავალი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციაშია.

“მხოლოდ დემოკრატიული მსოფლიო საზოგადოების მხარდაჭერით და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებით იქნება შესაძლებელი შევაკავოთ აგრესია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, დავასრულოთ ჩვენი მიწების ოკუპაცია და ჩვენი ქვეყნის ნაწილების მცოცავი ანექსია, აღვადგინოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და საქართველოს სამუდამოდ დავუმკვიდროთ ადგილი მსოფლიოს ყველაზე წარმატებული და დემოკრატიული ქვეყნების გვერდით. საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები ამ მიზნის მიღწევის ქვაკუთხედია”, -განაცხადა კობახიძემ.

იტვირთბა....