ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“იმედი მაქვს, პოროშენკომ თან წაიღო პირსახოცი და საპონი”: სააკაშვილი პოროშენკოს საქართველოში ვიზიტზე

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პეტრ პოროშენკოს საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

ის სოციალურ ქსელში წერს, რომ მოხარულია პოროშენკოს საქართველოში ვიზიტით. ექს-პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ვინც არ უნდა იყოს დღეს საქართველოსა და უკრაინის ლიდერი, მათ უნდა შეეცადონ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განვითარებას.

“არვიცი, იცის თუ არა ეს პოროშენკომ, რომ საქართველოს ახლანდელმა ხელისუფლებამ ჩემ წინააღმდეგ აღძრეს საქმე იმ ხარჯებთან დაკავშირებით, რომელიც მე გავწიე უცხოელ სტუმრებზე. მათ შორის არის ვიქტორ იუშენკოც, რომელზეც გავწიე ხარჯი აბანოს მომსახურებაზე – 28 ევრო. იმედი მაქვს, პრეზიდენტმა პოროშენკომ თან წაიღო კიევიდან პირსახოცი და საპონი, რომ გარკვეულ გართულებებს თავი აარიდოს…” – წერს სააკაშვილი საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი პეტრ პოროშენკო ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფება.

 

იტვირთბა....