ახალი ამბები ბიზნესი ეკონომიკა მთავარი

ენერგეტიკოსი აცხადებს, რომ დღეს გაზის ტარიფის გაზრდის შესახებ დაანონსდება

მას შემდეგ რაც სემეკმა გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ტარიფი დაადგინა, რაც 1 კუბურ მეტრზე 1.884 ლარით განისაზღვა, გაჩნდა ეჭვი, რომ დღეს შესაძლოა უწყებამ სამომხმარებლო ტარიფის ზრდის შესახებ დააანონსოს.

„გაზის ტარიფი იმაზე მეტი გამოცხადდება, რაც დღეს გვაქვს, ისევე როგორც ტრანსპორტირების კომპანიას მიეცა მეტი ტარიფი, მაგრამ რამდენია, ნამდვილად არ ვიცი“, – განუცხადა ენერგეტიკოსმა გი არაბიძემ ჟურნალისტებს.
რაც შეეხება დღეს დადგენილი გაზის ტრანსპორტირების ტარიფის წილს სამომხმარებლო ტარიფში, ენერგეტიკოსის განმარტებით, ეს დაახლოებით 5%-ია.
„დღეს ხომ გვაქვს 50-თეთრიანი გაზი – ამ ფასში 2 თეთრიც კი არ არის გაზის ტრანსპორტირების თანხა. მნიშვნელოვანია გაზის შესასყიდი და განაწილების ფასი“, – განაცხადა არაბიძემ.
აღსანიშნავია, რომ თავად სემეკი და მისი ხელმძღვანელობა წინასწარი პროგნოზებისგან თავს იკავებს. არადა, დღეს უნდა გაირკვეს, გაიზრდება თუ არა ტარიფი გაზზე.
შეგახსენებთ, გუშინ სემეკმა გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ტარიფი დაადგინა, რომელიც 1 კუბურ მეტრზე, 1.884 ლარით განისაზღვრა.

იტვირთბა....