ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ეს არის ისტორიული ვიზიტი”

“ეს არის ისტორიული ვიზიტი” – ასეთი კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრ პოროშენკომ, რომელიც ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფება.

სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, იგეგმება პეტრო პოროშენკოს შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან.
უკრაინის პრეზიდენტი, სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში მყოფ უკრაინელ ბიზნესმენებთან ერთად, საქართველო – უკრაინის ბიზნესფორუმის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.

სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში პეტრო პოროშენკო 19 ივლისს სვანეთს და აჭარას ესტუმრება. ამავე დღეს, პოროშენკო საქართველოს პრეზიდენტთან ერთად სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზს ეწვევა.

იტვირთბა....