ხონის რაიონის, სოფელ ივანდიდის ტყეში მონადირეებმა დაჭრილი ახალგაზრდა კაცი ოპოვეს. ინფორმაციას სააგენტო „პირველი“ ავრცელებს.
თვითმხილველებს ცნობით, კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობა სახის არეში აქვს მიყენებული. დაშავებული ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად განძრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რომელიც სიცოცხლისათვის არ არის სახიფათო, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან ან საერთო შრომისუნარიანობის დაკარგვასთან.
უწყების ინფორმაციით, კაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.