ხაშურში, მდინარე მტკვარში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ.