ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

პოროშენკოს ვიზიტი: რა საკითხების განხილვა იგეგმება ოფიციალურ შეხვედრაზე

უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს დღეს დაგეგმილ ვიზიტს, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი და საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას აფასებს.

ფხალაძის განცხადებით, ვიზიტი დატვირთულია და მხარეები შეხვედრებისას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე, ევროპისა და აზიის სატრანსპორტო დერეფნისთვის მნიშვნელოვან პროექტებზე იმსჯელებენ.

„ვიზიტი არის უაღრესად დატვირთული, ითვალისწინებს ყველა იმ მნიშვნელოვანი საკითხის განხილვას, რამაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოსა და უკრაინას შორის როგორც ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას, ასევე იმ პროექტების განხორციელებას, რომელიც მნიშვნელოვანია ევროპისა და აზიის სატრანსპორტო დერეფნისთვის.

გარდა ამისა განხილულ იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხები, უსაფრთხოების საკითხები, ამავდროულად ხელი მოეწერება პრეზიდენტების მიერ ერთობლივ დეკლარაციას, რომელშიც განსაზღვრული იქნება ის ძირითადი პრინციპები თუ როგორ გაგრძელდება თანამშრომლობა უკრაინასა და საქართველოს შორის,“-განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

იტვირთბა....