ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გაიზრდება თუ არა გაზის სამომხმარებლო ტარიფი: დღეს “სემეკის” სხდომაზე იმსჯელებენ

ტრანსპორტირების კომპანიისათვის გაზის  ტარიფი შესაძლოა გაიზარდოს, ამ საკითხზე დღეს “სემეკის” სხოდაზე იმსჯელებენ.

საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრები ამბობენ, რომ ტარიფი 2000 წლიდან არ გადახედილა, თუმცა კომისიის წევრი გოჩა შონია წინასწარი პროგნოზისგან თავს იკავებს. შონია ამბობს, რომ საკითხზე მსჯელობა აუცილებელია, რადგან წლების განმავლობაში შეიცვალა პირობები და ასევე შეიცვალა ტარიფის სტრუქტურაც.

„ტრანსპორტირების კომპანიას რაც შეეხება, მისი ტარიფი არ გადათვლილა გაცილებით უფრო დიდი ხნის განმავლობაში, დაახლოებით 2000 წლიდან. რაც შეეხება სამომხმარებლო ტარიფებს, მინდა გითხრათ, რომ ასევე არ გადახედილა ამ გამანაწილებელი კომპანიებისთვის ტარიფები დაახლოებით ათი წელია. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ამ ტარიფების სტრუქტურა შეიცვალა ამ წლების განმავლობაში, რადგან შეიცვალა ზოგადად პირობები,“ – აცხადებს გოჩა შონია.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფზეც იმსჯელებს. საუბარია, როგორც თბილისის ასევე, რეგიონებისთვის მიმწოდებელ კომპანიებზე.

იტვირთბა....