ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“აბესაძის დაკავებას მერიაში სხვა თანამდებობის პირების დაკავებაც მოჰყვება”

ანალიტიკოსი და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ  დიდი ალბათობით, ოთარ აბესაძის დაკავებას მერიის სხვა თანამდებობის პირების დაკავებაც მოჰყვება. მისი თქმით, სამი წლის განმავლობაში ქალაქს მერი არ ჰყავდა, რადგანაც მის მაგივრად თბილისს კლანური დაჯგუფებები მართავდნენ. მისი აზრით, აბესაძე პაიკი იყო და სასურველ ვითარებაში უბრალოდ თავიდან მოიშორეს.

ხუხაშვილი ამბობს, რომ წლების განმავლობაში მერიაში დალაგდა ბიზნესსქემები, რომელთა ამოქმედებას სულმოუთქმელად ელიან. რაც შეეხება აბესაძეს, ანალიტიკოსის აზრით,  მაღალი თანამდებობისპირებთან ფოტოების გადაღებით და სოციალურ ქსელებში მათი განთავსებით, ეგონა, რომ გარკვეულ ინდულგენციას შეიქმნიდა, მაგრამ ასე არ მოხდა და ის სწორედ  ამას შეეწირა.

,,კახა კალაძის სავარაუდო მერობა დიდ ბიზნესგადანაწილებასთან იქნება დაკავშირებული-კალაძეს ჰყავს მთელი ჯგუფი, რომლებიც სხვადასხვა ბიზნესით არიან დაინტერესებული. ბუნებრივია თუ კალაძე მერი გახდა ისინი ველის მოსუფთავებასა და საკუთარი სისტემის ჩამოყალიბებას შეეცდებიან.

დიდი რისკია ერთი ბიზნესკლანი მეორემ შეცვალოს, მერიაში არსებული ყველაზე დიდი ბიუჯეტის გამო სერიოზული ბიზნესინტერესები იკვეთება თანაც ეს არის უწყება, რომელსაც სამინისტროებისგან განსხვავებით ცენტრალური ხელისუფლებისგან გარკვეული ავტონომია აქვს აქედან გამომდიანრე ეკონომიკური აქტივობა მერიაში უფრო ნაკლებად კონტროლირებადია ის საქალაქო მეურნეობაა, სადაც ყველა მიმართულებიდან ფულის შოვნა შეიძლება-არქიტექტურის სამსახური ეკოლოგიის მიმართულება დასუფთავება და ა.შ. ამიტომ არავინ იცის კიდევ რას გამოსტყორცნოს ეს პროცესი. დიდი ალბათობით აბესაძის დაკავებას მერიაში სხვა თანამდებობის პირების დაკავებაც მოჰყვება,”-აცხადებს ხუხაშვილი “კვირის პალიტრასთან”.

იტვირთბა....