ქრთამის ფაქტეზე დაკავებული მერიის თანამშრომელის ოთარ აბესაძის ადვოკატი ირმა ჭკადუა ამბობს, რომ პროკურატურის მიერ წარმოდგენელი არცერთი მასალა ვერ ადასტურებს, რომ აბესაძემ 3000 დოლარი ქრთამად მიიღო. მისივე თქმით, 8 ივლისს როდესაც გამოძიება დაიწყო, აბესაძე საჯარო მოხელე აღარ იყო. ჭკადუა ამბობს, რომ მას უფლებამოსილება 5 ივლისს ამოეწურა, ამიტომ როგორც საჯარო მოხელე ის ქრთამს ვერ აიღებდა.
ადვოკატის თქმით, პროკურორმა ქრთამის აღების ფაქტთან დაკავშირებით, სასამართლოს პირადი ინტერპრეტაცია გააცნო , რაც შეეხება მოპედს,რომლის შესახებაც ჩანაწერში ისმის ჭკადუა ამბობს, რომ მას ვინემ ზვიად ჩიხლაძეს თავად სთავაზობდა აბესაძეს საჩუქრად.
,,ვინმე ჯავახიშვილმა დაურეკა ოთარ აბესაძეს ჩემგან ერთი პირი დაგიკავშირდება და თუ შეძლებ შეხვდიო ჯავახიშვილი როგორც ჩანს ბიზნესმენია და ოთარს კარგად იცნობს, პირი რომელსაც ოთარი უნდა შეხვედროდა ზვიად ჩიხლაძე აღმოჩნდა. ზოგადად ოთარი ბევრ ადამიანს ხვდებოდა იმისთვის, რომ დაეკვალიანებინა, თუმცა ეს არ ნიშნავს,რომ სანაცვლოდ თანხას ითხოვდა,”-აცხადებს ჭკადუა და მისივე თქმით, აბესაძე არ არის მერიის მაღალჩინოსანი და რეალურად ის მედიასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის მოადგილის კონსულტატი იყო.
ჭკადუა ამბობს,რომ საქმე ინტერპრეტეციაზე არის აგებული და გამოძებას რეალური მტკიცებულებები არ აქვს. ადვოკატის განცხადებით, ის ახლა მისი დაცვის ქვეშ მყოფის ეჭვებზე ვერ ისაუბრებს ,რადგან აბესაძეს მძიმე ემოციური ფონი აქვს და როცა ჩამოყალიბდება დუმილს დაარღვევს და საკუთარ მოსაზრებებზე ისაუბრებს.
წყარო: “კვირის პალიტრა”