მედია ექსპერტი ლაშა ტუღუში აცხადებს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე 42 გადაცემის დახურვის მიზეზი შეიძლება პოლიტიკური იყოს ან არსებობდეს სხვა რაღაც ამბიცია. ტუღუში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კითხვები აქვს. ის ერთდროულად ყველა გადაცემის დახურვას გაუმართლებლად მიიჩნევს და არ გამორიცხავს, რომ ამ ნაბიჯს პოლიტიკური მოტივი ქონდეს.
„შეიძლება არსებობდეს პოლიტიკური მოტივი, შეიძლება არსებობდეს რაღაც ამბიცია ამ ცვლილებებთან მიმართებით და ამ დროის განმავლობაში, არცერთი სერიოზული არგუმენტი სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მოვისმინეთ იმისთვის, რომ დავრწმუნებულიყავით, ეს ცვლილებები საზოგადოებრივ მაუწყებელს სიკეთეს მოუტანდა თუ არა,“ – აცხადებს მედია ექსპერტი ლაშა ტუღუში.