ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თურქეთში დაშავებული ანსამბლის წევრები სამშობლოში დაბრუნდნენ

გვიან ღამით დაბრუნდნენ ქვეყანაში, თურქეთში ავარიის შედეგად დაშავებული ანსამბლ “ლამპრების” წევრები. საზღვართან ბავშვებს მშობლები და ახლობლები ელოდნენ. მოზარდები თავს კარგად გრძნობენ, თუმცა მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ გამთენიისას ტრაბზონიდან 120 კილომეტრში, გირესუნის მახლობლად მოხდა. “ერისიონთან” არსებული საბავშვო ცეკვის ანსამბლი ბულგარეთში ფესტივალზე მიდიოდა.

ავტობუსი, რომელშიც 38 ადამიანი იმყოფებოდა, გზიდან გადავიდა და ამობრუნდა. მომხდარის მიზეზებს სამართალდამცველები იკვლევენ.

 

იტვირთბა....