იერუსალიმში უსაფრთხოების დამატებითი ზომები ამოქმედდა. ძველი ქალაქის შესასვლელებში, სადაც სამი რელიგიის სიწმინდეები მდებარეობს, მეტალო დეტექტორებს ამონტაჟებენ.
განკარგულება ბენიამინ ნეთანიაჰუმ პარასკევს მომხდარი ტერაქტის შემდეგ გასცა. 14 ივლისს ტაძრის მთაზე სამმა შეიარაღებულმა პირმა სამართალდამცველებს გაუხსნა ცეცხლი და ორი ძალოვანი მოკლა.
ტერაქტის გამო ძველი ქალაქი სამი დღის განმავლობაში ტურისტებისა და მომლოცველებისთვის ჩაკეტილი იყო.
დღეიდან გაიხსნა ერთერთი შესასვლელი, სადაც მეტალოდეტექტორი უკვე დამონტაჟდა. გადაწყვეტილება მეტალოდეტექტორების აგების შესახებ, ისრაელის ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 2014 წელს მიიღო, თუმცა მისი აღსრულება პოლიტიკური უთანხმოებების გამო ფერხდებოდა.