ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ოკუპანტებმა კიდევ ერთი ადამიანი გაიტაცეს

ოკუპანტებმა შიდა ქართლშიდან კიდევ 1 ადამიანი გაიტაცეს. 62 წლის აბესალომ კოკოლაშვილი ქარელის რაიონის სოფელ ავლევში სწორედ ახლადგამოჩენილი ხნულების მიმდებარედ აძოვებდა საქონელს. ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, საოკუპაციო ჯარის მესაზღვრეები ბუჩქებში იყვნენ ჩასაფრებული და მწყემსებს მოულოდნელად დაესხნენ თავს. აბესალომ კოკოლაშვილი სავარაუდოდ კვლავ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით არის დაკავებული და ამ დროისთვის ცხინვალის ციხეშია გადაყვანილი. ოჯახს ამ დრომდე არავინ დაკავშირებია.

იტვირთბა....