ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

2018 წელს საქართველოს მასშტაბით ტყვიის შემცველობაზე კვლევის ჩატარება იგეგმება

2018 წელს საქართველოს მასშტაბით ტყვიის შემცველობაზე კვლევის ჩატარება იგეგმება. ამის შესახებ “საზოგადოებრივ მაუწყებელთან” დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„კვლევა დიდი ხნის წინ დაიგეგმა, რითაც განისაზღვრება მოსახლეობაში ტყვიის შემცველობა. თუმცა ამას არ აქვს კავშირი ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართულ სანელებლებში ტყვიის მაღალი შემცველობის აღმოჩენასთან. ეს უბრალოდ დამთხვევაა. კვლევა აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან თანამშრომლობით ჩატარდება, ისევე როგორც ორი წლის წინ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ივლისის დასაწყისში სააგენტო ON.GE-ს ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტმა დაუდასტურა, რომ ქართულ სუნელებში ტყვიის საგანგაშო დოზა აღმოჩნდა. სურსათის და გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ვითარება საგანგაშო არ არის. მათი მტკიცებით, სურსათი და ჰაერი ტყვიას შეიცავს, მაგრამ იმ რაოდენობით, რომ ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის.

იტვირთბა....