ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის დაკავებულის ოჯახმა სენაკი-ზუგდიდის მაგისტრალის გადაკეტვა სცადა

იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაკავებული პაპუნა ნანეიშვილის ოჯახის წევრებმა სენაკი-ზუგდიდის ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა სცადეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, რომლებმაც მათ გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცეს.

შეკრებილები აცხადებენ, რომ ნანეიშვილს იარაღი ჩაუდეს, შესაბამისად სასამართლომ მას 6 წელი უსამართლოდ მიუსაჯა. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ საპროტესტო აქციები პერმანენტულად გაგრძელდება.

იტვირთბა....