ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ბათუმში იყვნენ გაპარულები”: პოლიციამ დაკარგული ტყუპი ძმები იპოვა

პოლიციამ თბილისში დაკარგული ტყუპი ძმები იპოვა.  შსს-ში აცხადებენ, რომ მოზარდები თავს კარგად გრძნობენ. 
როგორც ტყუპების ძმამ, გიორგი ცანავამ განაცხადა, ტყუპები ზღვაზე იყვნენ გაპარულები.

”თავს კარგად გრძნობენ, ზღვაზე იყვნენ გაპარულები. ეს რატომ გააკეთეს არ ვიცი. მთავარია, რომ ცოცხლები და ჯანმრთელები არიან. მათ წამოსაყვანად ჩვენ გვინდოდა წასვლა, მაგრამ სამართალდამცავებმა გვითხრეს, ჩვენ უნდა ჩამოვიყვანოთო. სავარაუდოდ, უკვე გზაში იქნებიან. აქვე ყველას, ვინც მათ ძებნაში, ამ ინფორმაციის გავრცელებაში, დაგვეხმარა, მათ შორის თქვენს მთელ გუნდს, დიდ მადლობას ვუხდით”, – განუცხადა ”ჯი-ეიჩ-ენს” გიორგი ცანავამ.

14 წლის ნიკა და ლუკა ცანავების დაკარგვის შესახებ 112-ს ოჯახმა 13 ივლისს მიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები 13 ივლისიდან ინტენსიურად მიმდინარეობდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

იტვირთბა....