დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე მეუფე ანდრიას დაკითხვა მიმდინარეობს. უკვე დაიკითხა მეუფე იაკობი და მეუფე თეოდორე. სინოდის წევრებს ჟურნალისტებთან ვრცელი კომენტარები არ გაუკეთებიათ და არ უსაუბრიათ სასმართლო სხდომის დეტალებზე.
დღესვე აღნიშნულ საქმეზე დაიკითხა შორენა თეთრუაშვილი. სასმართლოს ტერიტორია მანაც უკომენტაროდ დატოვა. არცერთმა მათგანმა ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა. ასევე უცნობია, დაკითხვისას სასულიერო პირებმა რა შინაარსის განცხადებები გააკეთეს.