ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, ბერშუეთში დღეს გამართულ აქციას ეხმაურება და აცხადებს, რომ კონსოლიდაცია და ოკუპაციის წინააღმდეგ გაერთიანება აუცილებელია. თუმცა დოლიძის აზრით, საოკუპაციოა ხაზთან ხშირად “ურა-პატრიოტიზმს ვიღებთ”.
დოლიძე ამბობს, რომ საწყენია, როცა ოპოზიცია ხელისუფლების სწორ ნაბიჯებს აკრიტიკებს , ნაცვლად იმისა, რომ რაც სახელმწიფო ინტერესებს ეხება ერთიანი პოზიცია ჰქონდეთ.
შეგახსენებთ, რომ დღეს საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ბერშუეთთან მედიის წარმომადგენლებმა ე.წ. მცოცავი ოკუპაცია გააპროტესტეს.