ბათუმის მოვლენებზე დაკავებული პირები შესაძლოა საპროცესო გარიგების საფუძველზე გათავისუფლდნენ. პროკურატურა მზად არის ბათუმის 11-12 მარტის მოვლენებში ბრალდებულებს 2 წლიანი პატიმრობის ნაცვლად საპროცესო შეთნხმება გაუფორმოს. ამის შესახებ ინფორმაციას ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი ზაზა პაპიძე ავრცელებს. მისივე განცხადებით, ბრალდებულების ახლობლები შეთავაზებას არ თანხმდებიან.
11-12 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 6 პირის პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს 2 საათზე მტკიცებულებათა გამოკვლევით გაგრძელდება, სულ პატიმრობაში 18 პირი რჩება.