დღეს გურჯაანში, ალაზნის სარწყავ არხში 57 წლის მამაკაცი და 6 წლის ბავშვი დაიხრჩო. გავრცელებული ინფორმაციით, მამა შვილთან ერთად ბანაობდა, რა დროსაც ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლო. 6 წლის ბიჭის ცხედარი სამაშველო სამასახურმა დღეს გამთენისას სოფელ ვეჯინთან სარწყავ არხში იპოვა.
მამაკაცს კი ისევ ეძებენ. ადგილზე სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული. სავარაუდო ინფორმაციით, მამა-შვილი სოფელ ჯიმითიდანაა და მამაკაცი გურჯაანის ერთ-ერთ ფერმაში მუშაობდა. თვითმხილველების თქმით, სწრაფმა დიენებამ მამას შვილი გასტაცა და მის ამოსაყვანად გადევნებული მამაც მოვარდნილმა დინებამ გაიტაცა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.