aviabiletebi
ახალი ამბები ვიდეო მთავარი პოლიტიკა

„რუსთავი 2“ ფიქრობს, რომ სხვაგან ვარ, მაგრამ რეალურად აქ ვარ – „მზიურში“: კალაძე ტელეკომპანიას პასუხობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის მერობის კანდიდატი და ყოფილი ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე ამბობს, რომ   „რუსთავი 2“ ფიქრობს, რომ სხვაგან ვარ, მაგრამ რეალურად აქ ვარ – „მზიურში“, – ასე უპასუხა მან  ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქის ის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შესახვედრად რესტორან „ბარაკონში“ აპირებდა მისვლას.

ტელეკომპანიის საპასუხოდ, სოციალურ ქსელში მისმა პრესმდივანმა ვიდეორგოლი გავრცელდა, რომელშიც კახი კალაძე ჩანს. კალაძის მეგობარი  ირაკლი გაფრინდაშვილი გუშინ  „ახალი მზიურის“ ტერიტორიაზე დაბადების დღეს მეგობრებთან ერთად აღნიშნავდა, სადაც კალაძეც იმყოფებოდა. წვეულებაზე გადაღებულ ვიდეოში მერობის კანდიდატი გაფრინდაშვილს დაბადების დღეს ულოცავს და „კურიერში“ გასულ სიუჟეტს ხუმრობით პასუხობს.

„რუსთავი 2“ ფიქრობს, რომ სხვაგან ვარ, მაგრამ რეალურად აქ ვარ – „მზიურში“. ძალიან მიკვირს, რატომ არ არის აქ „რუსთავი 2“. აქ ვხედავ სხვადასხვა საჯარო მოხელეებს და მგონი ეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაა“, – ამბობს კალაძე.

მოგვიანებით, კალაძის მეგობარმა ირაკლი გაფრინდაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსიც გამოაქვეყნა. მისი თქმით, ის 31 წლის გახდა და კალაძე მისი სტუმარი იყო.

„31 წლის გავხდი, უბედნიერესი დაბადების დღე მქონდა! „ცოდნის კაფისთვის“ გავერთიანდით. მადლობა მეგობრებო, კალა ვიცი ბევრს უნდა, 2 იყოს, მაგრამ ერთია და დღეს ჩემი სტუმარი იყო! მადლობა ყველას ყველაფრისთვის!

შეგახსენებთ, რომ “კურიერმა” გუშინ  სიუჟეტი მოამზადა, სადაც აღნიშნული იყო, რომ თბილისში მდებარე რესტორან “ბარაკონში” “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი კახა კალაძე ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს უნდა შეხვედროდა. მათივე ინფორმაციით, კალაძე შეხვედრაზე არ მივიდა, რადგან მმართველ პარტიაში გაარკვიეს, რომ “კურიერი” ამ შეხვედრის შესახებ ინფორმირებული იყო.“რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, რესტორანში წვეულება ადმინისტრაციული რესურსით დაფინანსდა.

იტვირთბა....