ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის მეორე ეტაპი ხვალ იწყება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის მეორე ეტაპი ხვალ, 13:00 საათზე დაიწყება და ელექტრონულად დარეგისტრირდება იმ ოჯახების ბავშვები, რომლებიც არ შედიან პირველ ეტაპზე დასარეგიტრირებელთა კატეგორიებში. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ავრცელებს.

რეგისტრაცია შესაძლებელია მშობლის მიერ შერჩეულ მხოლოდ ერთ საჯარო ბაგა-ბაღში, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე www.kids.org.ge.

რეგისტრაციის გავლას შეძლებს ყველა ის ბავშვი, რომელიც სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში (და არა რეგისტრაციის მომენტში) 2 წლის იქნება.

იტვირთბა....