ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

არეულობა კიევში – რადას შენობა ბლოკირებულია (ვიდეო)

ნაციონალური პარტიის აქტივისტებმა უკრაინის რადას ყველა შესასვლელ- გასასვლელი გადაკეტეს. რადას ცენტრალური კორპუსის გარდა, ბლოკირებულია საპარლამენტო კომიტეტების კორპუსიც. აქციის მონაწილეებმა გრუშევსკის ქუჩაზე შაშხანები ისროლეს. გადაკეტილია რადასთან მისასვლელი ყველა საავტომობილო გზა. პოლიცია ცდილობს აქციის მონაწილეებისგან ტერიტორიის გათავისუფლებას. აქციის მონაწილეები მოითხოვენ პარლამენტის წევრებს სადეპუტატო იმუნტიტეტი და ხელშეუხებლობა მოეხსნათ. ამასთან, აქციის მონაწილეები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნასაც აყენებენ და დეპუტატებს კორუფციაში ადანაშაულებენ- ” ეს რადას ბოლოო ზაფხულია” სკანდირებენ აქციაზე.

primetime.ge

 

იტვირთბა....