მძიმე კრიმინოგენური მდგომარეობის გამო აფხაზეთს მასობრივად ტოვებენ რუსი ტურისტები. განსაკუთრებით მას შემდეგ რაც 11 ივლისს გუთაუთასთან მომხდარი სისხლიანი ყაჩაღობა მოხდა, როდესაც ერთი რუსი ტურისტი მოკლეს და მისი და თანმხლები 4 ბავშვი გაიტაცეს.
“პირველთან” საუბარში ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს ტურისტებზე თავდასხმის პირველი ფაქტი არ არის, თუმცა, პირველი კრიმინალური შემთხვევაა, რომელიც ფატალურად და ბავშვების გატაცებით დასრულდა.
აფხაზური მედიის ცნობით კი, ადგილობრივები ტურისტების შესაკავებლად მათ დაცვას უზრუნველყოფენ და ტურისტებს პირადად დაჰყვებიან.
11 ივლისს, ოკუპირებულ გუდაუთის რაიონ სოფელ პრიმორსკში 2 ნიღბიანი ცეცხლსასროლი იარაღით და დანით შეიარაღებული პირი რუსი ტურისტების ოჯახს დაესხა თავს. თავდასხმის დროს წინააღმდეგობის გაწევისას, ერთ-ერთი ტურისტი დაიღუპა, მისი მეუღლე 2 მცირეწლოვანი ბავშვით, ასევე მეგობარი ოჯახის დიასახლისი და 2 არასრულწლოვანი კრიმინალებმა გაიტაცეს. მძევლები სამართალდამცველების ჩარევის შემდეგ გაათავისუფლეს. თავდამსხმელები ჯერ არ არიან დაკავებული. დე ფაქტო ხელისუფლებას კრიმინალური ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდებს ოკუპირებულ აფხაზეთში მყოფი რუსეთის ე.წ. ელჩი. ამის საპასუხოდ, სეპარატისტულმა რეჟიმმა თავდამსხმელზე ინფორმაციის მიწოდებისთვი ჯილდოდ მილიონი რუბლი დააწესა.
pia.ge